მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 01:43
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„დღეს ბათუმმა ყველაზე ლამაზი გოგო დაკრძალა…“ – ლიზი მოისწრაფიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 00:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

ლიზის სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან. 

„დღეს ბათუმმა ყველაზე ლამაზი გოგო დაკრძალა…არაამქვეყნიურად ლამაზი, უკეთილშობილესი, სიყვარულით სავსე და უსაშველოდ თბილი… მზისდარი გოგო

იგი ჩემი მეგობრის, ულამაზესი ნანას შვილი იყო… თითქოს სულ სხვა პლანეტიდან… და მაშინ ოდესღაც პატარა, ანც გოგონასთან, როცა მივდიოდი, – სულ ერთ ფრაზას იმეორებდა: მედეა დეიდა, ხომ დარჩებით ჩვენთან?! და მზესავით უბრწყინავდა ულამაზესი თვალები…

ღმერთო, როგორი ფაქიზი, სუფთა, ხალისიანი, ღრმა და ტკივილიანი სულის გოგო იყო… ვერ ვიჯერებ, როგორ გაგვიმეტა ასეთი ტრაგედიისათვის, ყველა ის ადამიანი… ვისაც უყვარდა…ვისაც ეძვირფასებოდა…

დაობლებული, ნაცრისფერი და გულმოკლულია შენი ქალაქი, ჩემო უსაყვარლესო ლიზიკო…

გულგაგლეჯილია შენი დედიკო და შენი ულამაზესი ნიცა…

როგორ უნდა გაუძლოს შენმა სუსტმა და მინასავით მსხვრევადმა სხეულმა ნესტიან მიწას… როგორ უნდა ზიდო, ჩემო ყვავილო, ეს სიმძიმე?..

ბროწეულის ყვავილივით ლამაზი და დიდებული იყო შენი სილამაზე, – ღვთიური, განუმეორებელი და ჯადოსნური… და შენი სული კიდევ უფრო გასაოცარი… იქნებ შენც მზეს ჩამოსტყდი სხივად და მარადიულ უსასრულობაში დაივანე…

იქნებ ამქვეყნიური პალიტრა შენთვის ზედმეტად მოსაწყენი გახდა…

იქნებ ტკივილიანმა და დაღლილმა შენმა სულმა იმქვეყნიური სამოთხე არჩია ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს…

იქნებ სადღაც დაგვემალე უსასრულობაში, რომ შეგვაჩვიო უშენობას…

ლიზიკო, შვილო, დღეს სასაფლაოზეც ყურში სულ შენი ხმა ჩამესმოდა:ხომ დარჩებით ჩვენთან… ვერ დავრჩიმე ვერა ვარ შენსავით მამაცი და გაბედული… მეშინია… მაგრამ ვიცი, როცა უფალი ინებებს… მე და შენი დედიკო მოვალთ და მერე სულ ერთად ვიქნებით… მანამდე კი შენი დიდი ბებო და ბაბუ ჩაგიხუტებს და დაგიამებს შენს ტკივილიან იარებს

არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ შეხვედრამდე… ჩემო ანგელოზო ლიზიკო, მარადისობის კარიბჭესთან“