ვინც ეს გააკეთა, რა ჰქვია ამას… – კახეთში ოჯახს მსხმოიარე ვაზი გადაუჭრეს

„ვინც ეს გააკეთა, რა ჰქვია ამას?“- სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, კიკილაშვილების ოჯახს მსხმოიარე ვენახის ნაწილი გადაუჭრეს.
ფოტოები სოციალურ ქსელში თავად ოჯახმა გამოაქვეყნა
„ვინც ეს გააკეთა, რა ჰქვია ამას?“- წერს ვენახის პატრონი.
ფოტოებში ჩანს, რომ ვენახის მსხმოიარე ნაწილი გადაჭრილი და დაზიანებულია.რა მიზეზით დააზიანეს ვენახი, ამ ეტაპზე უცნობია