უსამშობლო ოპოზიციისთვის და მათი ჟურნალისტებისთვის, აფხაზეთი საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უსამშობლო ოპოზიციისთვის და მათი ჟურნალისტებისთვის, აფხაზეთი საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება. მისივე თქმით, საქართველოში უნდა განადგურდეს გლობალური ომის პარტიის უკანასკნელი ციტადელი – სოროსის ფონდი და მთლიანად დასავლეთის ნჯო სექტორი.
„უსამშობლო ოპოზიციისთვის და მათი ჟურნალისტებისთვის, აფხაზეთი საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება. გავიმეორებ: როგორც კატონი მრავალი საუკუნის უკან გამუდმებით ითხოვდა კართაგენის დანგრევას, ზუსტად ასევე, საქართველოში დღეს უნდა განადგურდეს გლობალური ომის პარტიის უკანასკნელი ციტადელი – სოროსის ფონდი და მთლიანად გლობალური დასავლეთის ნჯო სექტორი!“ – წერს მეტრეველი.