მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 21:49
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ისრაელის ომის დანახარჯებმა ღაზაში 136 მილიარდ დოლარს მიაღწია

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 19:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

ისრაელის ომი ღაზაში, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი და ძვირადღირებული ომი გახდა.

დანახარჯები დაახლოებით 142 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო ეროვნული ვალი დაახლოებით 135 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა – წერს მედია, გამოცემა Haaret-ზე დაყრდნობით.

ანგარიშის თანახმად, ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციაში 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს შევიდა და მინიმუმ სამთვიან საბრძოლო მოქმედებებს ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მასალის მარაგები შედარებით მოკლევადიანი ომებისთვის იყო გათვლილი.

ყოფილი ისრაელელი სამხედრო ოფიცრის თქმით, ზოგიერთი ტიპის საბრძოლო მასალის მარაგი მოკლევადიანი ომისთვისაც კი არასაკმარისი აღმოჩნდა, ხოლო გარკვეულ კატეგორიებში მოხმარებამ თავდაპირველად დაგეგმილ მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბა.