მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026 | 02:56
სწრაფი სიახლე
სპორტი

კვარაცხელიას 70 წუთი და ორი გაძევება – პსჟ სუპერთასზე “ლანსთან” დამარცხდა

SportMedia 16 აგვისტო, 2026 · 20:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ გასვლაზე „ლანსთან“ 0:1 დამარცხა.

 

სტუმრები თავიდანვე დაუეფლენ უპირატესობას, კვარაცხელიამ სამჯერ დაარტყა – ორჯერ მეკარე რისერმა მოიგერია, ერთხელ მიზანს ააცილა. სტუმრებმა კი პირველივე მომენტი გამოიყენეს – საფონოვის კარი ტოვენმა დალაშქრა. 39-ე წუთზე აკლიუშთან უხეშობისთვის მსაჯმა მცველი ანტონიო გააძევა და „ლანსი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ბოლოს დუემ ბურთი ხარიხას გაარტყა და პირველი ტაიმი დასრულდა.

 

შესვენების შემდეგ „პარი სენ ჟერმენი“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და მე-60 წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სამმაგი ცვლილება განხორციელა – მოედანზე ბერალდოს, აკლიუშის და დინის ნაცვლად ფაბიან რუისი, დემბელე და მენდეში შეუშვა, ხოლო 70-ე წუთზე ხვიჩა მეილიუთი შეცვალა. დარჩენილ დროში ფაბიანის გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, დემბელემ სამი მეტრიდან ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. 87-ე წუთზე მენდეშმა სკურასს იდაყვი ჩაარტყა, მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა და პარიზულმა გუნდმა მარცხი განიცადა.

 

23 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ „რენს“ უმასპინძლებს.

 

ლანსი. „ბოლარ-დელელისი“

ლანსი – პსჟ 1:0

გოლი: ტოვენი (32)

გაძევება: ანტონიო (39, ლანსი), მენდეში (87, პსჟ)

წყარო: Sportall.ge