მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 17:07
სწრაფი სიახლე
სპორტი

ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს – “სევილია” “სპორტინგს” ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს

SportMedia 18 აგვისტო, 2026 · 08:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ABC-ის ცნობით, “სევილია” დღეს “სპორტინგს” გუნდის 27 წლის ქართველი ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

 

ესპანურ გუნდს ქართველის დამატება ძალიან უნდა და საწადელის მიღწევას ამ კვირის ბოლომდე გეგმავს. 

 

ეს გარიგება რამდენიმე დღის წინაც უკვე გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ლისაბონელები “სევილიასთან” ტრანსფერის ფინანსურ მხარეზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს ისინი გაუმჯობესებულ წინადადებას მიიღებენ. 

 

პორტუგალიის ჩემპიონატი 2 ტურია დაიწყო და ქართველი “სპორტინგის” განაცხადში არ გამოჩენილა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. 

წყარო: Sportall.ge