მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 20:26
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მედიის ინფორმაციით, პარიზის პროკურატურამ რუსეთის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიების შესაძლო წარმოების საქმეზე გამოძიება დაიწყო

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 19:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

პარიზის პროკურატურამ რუსეთის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიების შესაძლო წარმოების საქმეზე გამოძიება დაიწყო, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ფრანგული მედიის ცნობით, პარიზის პროკურატურამ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანდიდატების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება „საკუთარი ინიციატივით“ დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა რუსული ჯგუფები საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრების, ედუარდ ფილიპისა და გაბრიელ ატალის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიებს აწარმოებენ.

ასევე, პროკურატურა კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის, ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანის წინააღმდეგ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ფაქტებსაც იძიებს.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო ორგანოებისგან „რუსული ქსელების“ მიერ „უცხოური ჩარევის“ შესახებ ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც პროკურატურას მიმართეს.