მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 20:24
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

რადიკალური კვლევის თანახმად, სიცოცხლე დედამიწაზე შეიძლება ორჯერ აღმოცენდა

Prime Time 18 აგვისტო, 2026 · 19:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ის ფაქტი, რომ თქვენ, მე ან ნებისმიერი ცოცხალი არსება დღეს აქ ვართ, არის საოცარი იღბლიანი შემთხვევითობების დამსახურება, რომლებიც უკვე ოთხ მილიარდ წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება სულ პირველი იყო — როგორ აღმოცენდა სიცოცხლე ისეთ ნივთიერებათა პირველყოფილ სოუსში, რომლებიც სულაც არ იყო ცოცხალი.

ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი, რადიკალური კვლევის თანახმად, ეს ზღვარი შეიძლება არა ერთხელ, არამედ ორჯერ გადაილახა.

ამ კვლევის მიხედვით, სიცოცხლის ორმა ძირითადმა ხაზმა — ბაქტერიებმა და არქეებმა შეიძლება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაარკვიეს მეტაბოლიზმის საიდუმლოები, რამაც ისინი არაცოცხლიდან ცოცხლებად გადააქცია. კვლევა ფოკუსირებული იყო ქიმიური იმ რეაქციების ყველაზე ელემენტარულ ერთობლიობაზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ტრანსფორმაციის საშუალებას იძლეოდა.

„სიურპრიზი ისაა, რომ ფერმენტები, რომლებიც ამ რეაქციათა კატალიზებას ახდენს, არ არის შენარჩუნებული ბაქტერიებისა და არქეების გამმიჯვნელ ევოლუციურ ზღურბლზე. ახალი მონაცემები ტოვებს მხოლოდ ერთ დასკვნას. ბაქტერიული და არქეული ხაზები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადავიდა თავისუფალი ცხოვრების მდგომარეობაში. მხოლოდ თავისუფლად მცხოვრები უჯრედებია ცოცხალი. მოდი, დავარქვათ თავისი სახელი — ჩვენ წინაშეა გენეტიკური კოდის ერთი, მაგრამ სიცოცხლის ორი წარმოშობა“, — ამბობს დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის ბიოლოგი უილიამ მარტინი.

ძალიან თამამი განცხადებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სიცოცხლის განსაზღვრებაც შეიძლება საოცრად რთული რამ იყოს.

ზოგადი თვალსაზრისით, სიცოცხლე განიხილება, როგორც მატერია, რომელიც რეაგირებს მის გარემოზე, იღებს ენერგიას, იზრდება და თავად მრავლდება.

როგორც ჩანს, ეს საფუძვლებს უნდა მოიცავდეს, მაგრამ ეს ფართო განმარტებაც კი არასრულყოფილია. ბოლოს და ბოლოს, ვირუსებს ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ტრადიციულად არ მიიჩნევიან „ცოცხლებად“.

სიცოცხლის ერთი უნივერსალური ასპექტი, რომელიც ვირუსებს არ აქვთ, არის მეტაბოლიზმი — ქიმიურ რეაქციათა კრებული, რომელსაც ორგანიზმები იყენებენ მათი ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი მოლეკულების საწარმოებლად… სრულად