„ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა – რა ვითარებაა სავაჭრო ცენტრში

„ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა. სავაჭრო ცენტრში მყოფებს მაღაზიების ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ „ისთ ფოინთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის მიზეზი ცრუ განგაში იყო.
მათივე ცნობით, მოქალაქეები სავაჭრო ცენტრს დაუბრუნდნენ.