მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 20:30
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

საჯარო უწყებებში 111 ვაკანსია ცხადდება – დეტალები

Prime Time 18 აგვისტო, 2026 · 19:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება.

განაცხადის წარდგენის ვადა არის 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სტაჟირება კი დაიწყება 1-ელი ოქტომბრიდან.

სტაჟირების გავლა შეუძლია მას, ვინც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში, ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.