მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 20:59
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

Prime Time 18 აგვისტო, 2026 · 20:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი წირვას სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში აღავლენს.

„ამა წლის 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.