მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 20:43
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გურჯაანში, საბავშვო სკვერში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს – რა დეტალები ხდება ცნობილი

Ambebi.ge 18 აგვისტო, 2026 · 19:28 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს, ცხედარი დღეს, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საბავშვო გასართობ სივრცეში ადგილობრივებმა იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ცხედარი გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

გამოძიება მომხდარის დეტალებსა და გარდაცვალების მიზეზებს ადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფოტო: მთავარი ამბები კახეთიდან