მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 00:11
სწრაფი სიახლე
სპორტი

ზაბარნიმ შეიძლება პსჟ დატოვოს და ინგლისში დაბრუნდეს

SportMedia 19 აგვისტო, 2026 · 17:28 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

TEAMtalk-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც „ტოტენჰემმა“ არგენტინელი ცენტრალური მცველი კრისტიან რომერო „ატლეტიკოს“ 40 მილიონ ევროდ მიჰყიდა, მის შემცვლელად ილია ზაბარნის (პსჟ) შეძენას აპირებს.

 

ზაბარნის დამატება გუნდის მწვრთნელს რობერტო დე ძერბის სურს, რომელსაც მიაჩნია, რომ რადგან უკრაინელს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, რომეროს შეცვლას შეძლებს.

 

ზაბარნი პსჟ-მ „ბორნმუთისგან“ გასული წლის ზაფხულში 60 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ მან ყველა ტურნირზე 37 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ამჟამად მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონია.

 

ილიაზე საკუთარი მოსაზრება RMC Sport-ის ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ გამოთქვა, რომელიც „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელებს მუდმივად აკრიტიკებს: „უკვე არ დავკმაყოფილდებით ზაბარნის შეფასებით „ცუდი არ არის“ ან „ახლახან მოვიდა და შეჩვევა სჭირდება“. თანაც გასულ სეზონში მნიშვნელოვან შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობდა. წელს უკვე ვერ დაკმაყოფილდება შეფასებით – „ცუდად არ თამაშობს“. თუ ასე გააგრძელა, მისი ადგილი პსჟ-ში არ არის“.

წყარო: Sportall.ge