მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 05:49
სწრაფი სიახლე
სპორტი

ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია

SportMedia July 13, 2026 5:11 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ქართველი მეკარე, ნოდარ ყალიჩავა, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა, ამასთან, კლუბი ინარჩუნებს უფლებას, ის დამატებით ერთი წლით გაახანგრძლივოს.

 

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

 

„ბედნიერი ვარ დინამო ბათუმში გადმოსვლით. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და შესაბამისად, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ამ კლუბის მაისურის ტარება. მზად ვარ, ჩემი შრომითა და თავდადებით გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. მოუთმენლად ველი ჩვენს არაჩვეულებრივ გულშემატკივართან შეხვედრას და მოედანზე გასვლას.“ – ნოდარ ყალიჩავა.ნოდარ ყალიჩავა ეროვნულ ლიგაში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებით სარგებლობს. 2022-2025 წლებში ის წყალტუბოს სამგურალის ღირსებას იცავდა და ამ პერიოდში წყალტუბოელთა რიგებში 75 შეხვედრა ჩაატარა. იგი გამოირჩევა კარგი რეაქციით, საჯარიმოში დამაჯერებელი მოქმედებით, ფეხით კარგი თამაშითა და დაცვის ხაზის სწორი კოორდინაციით.

 

ახალგაზრდა მეკარე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრიც გახლდათ და რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა.

 

ნოდარ ყალიჩავა გუნდს თურქეთში, შეკრებაზე, შეუერთდა და დინამოსთან ერთად სრულფასოვან საწვრთნელ პროცესშია ჩართული.

 

dinamobatumi

წყარო: Sportall.ge