დიმიტრი პესკოვი – ესკალაციის გამომწვევი განცხადებები ჭარბობს – ფინეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი „ომის პარტიის“ წარმომადგენლები არიან

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი „ომის პარტიის“ წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, ფინეთის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ.
„ვხედავთ, რომ ესკალაციის გამომწვევი განცხადებები ჭარბობს. ბატონი სტუბი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, „ომის პარტიის“ თვალსაჩინო წარმომადგენელია. მათ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მსგავსი სამხედრო განწყობის განცხადებებით თავი გამოიჩინეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში ვიზიტისას ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განცხადა, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმებს მხარს უჭერს.
„ეს რუსეთისთვის ომის ფასს ზრდის“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.