მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 18:56
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ვატიკანის უმაღლესი დიპლომატი პოლ რიჩარდ გალაგერი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვთან უკრაინაში „ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის“ მიღწევის გზები განიხილა

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 16:44 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ვატიკანის უმაღლესი დიპლომატი, მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაგერი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან უკრაინაში „ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის“ მიღწევის გზები განიხილა.

ამასთან, მოსკოვში ვიზიტის დროს მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისთვის რთულ პერიოდში მან დიპლომატიისა და დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

გალაგერმა ასევე მოუწოდა რუსეთს უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ.

ლავროვმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი უკრაინასთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე შეთანხმდნენ. რუსული მედიის ცნობით, ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა კვლავ ენდობა ერთმანეთს და მოსკოვი ღიაა ვატიკანთან პოლიტიკური და დიპლომატიური კონსულტაციების განახლებისთვის.