მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 19:50
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მოსკოვში აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაფრინდა

IPN.ge 25 აგვისტო, 2026 · 18:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

მოსკოვში აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაფრინდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ფრენების მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი, Boeing C-17A Globemaster III მოსკოვში დაახლოებით 10:00 საათზე დაეშვა.

ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ენდრიუსის ავიაბაზიდან აფრინდა, შემდეგ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაჩერდა, ხოლო ბოლოს მოსკოვში დაეშვა.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის მოსკოვში ჩაფრენის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ასევე, მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების ვიზიტი არ იგეგმება.