მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 19:02
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

“გამორიცხული არაა, როგორც ადრე, ახლაც რუსების საკმაოდ დიდი ტალღა მოაწყდეს ქვეყანას“ – როგორ იმოქმედებს ეს უძრავი ქონების ბაზარზე?

Ambebi.ge 25 აგვისტო, 2026 · 16:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

“გამორიცხული არაა, როგორც ადრე, ახლაც რუსების საკმაოდ დიდი ტალღა მოაწყდეს ქვეყანას“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას G.Miller International Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთში მოსალოდნელი მობილიზაციის ფონზე, საქართველოში მიგრანტების ახალი ტალღის შემოსვლა სრულიად რეალურია, რაც პირდაპირ იმოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე.

„ეს ტალღა ახლა დაიწყო და უძრავ ქონებაზე ასე სწრაფად აისახა თუ არა, ჯერჯერობით არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუმცა ამის მოლოდინი არსებობს. ბუნებრივია, ახალ მობილიზაციას ძალიან ბევრი ხალხი გაექცევა რუსეთიდან.

მოლოდინები რეალურია, რადგან გაუთავებელი საუბრები მიდის მობილიზაციაზე. სულ რომ არაფერი გამოაცხადოს რუსეთმა, ადამიანებზე ეს მაინც მოქმედებს. ეშინიათ, შიში კი ხშირად მათი ქმედებების ძლიერი მამოძრავებელი ფაქტორია.