მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 19:27
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – იხილეთ ჩამონათვალი

Ambebi.ge 25 აგვისტო, 2026 · 17:13 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს 15:20-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟინვალი, ქვემო არანისი, ჩინთი, ბიჩნიგაურები და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.