„ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება“ – ვერაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

თბილისში, ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ეხმაურება:
„ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება“ , – წერს თათია ჩირგაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, თბილისის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს – მიყენებული ჭრილობებისგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი გარდაიცვალა.
იგი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ახალგაზრდამ სკოლა წელს დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე დააკავა.