“აშშ სერიოზულად განიხილავს ონტარიოს ტბის სახელის ამერიკის ტბის სახელით შეცვლას“ – დონალდ ტრამპი

“აშშ ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლას სერიოზულად განიხილავს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
- დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ნიუ-იორკის შტატისა და კანადის ონტარიოს პროვინციის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას “ამერიკის ტბას“ დაარქმევს.
“აშშ სერიოზულად განიხილავს ონტარიოს ტბის სახელის ამერიკის ტბის სახელით შეცვლას, რადგან ჩვენ ონტარიოსთან საქმიანობას აღარ ველით“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც მხარეებმა სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ამერიკულ საქონელზე იმავე დონის საპასუხო ტარიფებს დააწესებს.