მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 02:22
სწრაფი სიახლე
სპორტი

“იბერია 1999”-მა “ფლორას” ბარიერი გადალახა – ასეთი თამაშით “სლოვანის” ძლევა ძალიან გაუჭირდებათ

SportMedia 14 ივლისი, 2026 · 17:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე „ფლორასთან“ ფრეს დასჯერდა (2:2), ორი შეხვედრის ჯამში 5:4 სძლია და მეორე რაუნდში გავიდა. 

 

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მომენტები შექმნეს და მიზანსაც მიაღწიეს: მეკარე გრუნვალდმა ორჯერ გადაარჩინა ტალინური გუნდი, შემდეგ კი საჯარიმოდან კუციას ჩაწოდებულ ბურთს სიხარულაშვილმა მეტოქის კარში თავით მიუჩინა ადგილი. 36-ე წუთზე სიხარულიშვილმა დადიანის პასით დუბლი შეასრულა. 

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ნაჭყებიას ეფექტურად გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. იბერიელების უპირატესობა აშკარა, ხოლო ვარიუნდისგან გაშვებული გოლი თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ალოგიკური იყო. მერე კულიევმა საჯარიმოში მეტოქე წააქცია და საპინენმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს ესტონური გუნდი იერიშებზე გადავიდა, თუმცა, საბედნიეროდ ვერ გაიტანა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

 

„იბერია 1999“ მომდევნო ეტაპზე „სლოვანს“ დაუპირისპირდება, რომელსაც ვლადიმერ ვაისის ნაცვლად იაია ტურე ჩაუდგა სათავეში და ცხადია, ასეთი თამაშით ბრატისლავური გუნდის ძლევა გაუჭირდება. 

 

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 – ფლორა 2:2

გოლები: 1:0 სიხარულაშვილი (13), 2:0 სიხარულაშვილი (36), 2:1 ვარიუნდი (69), 2:2 საპინენი (84, პენ) 

იბერია: მაკარიძე, ზოჰური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლია, ქარდავა, დადიანი, კუცია (კულიევი 74), ბედოშვილი (კაფე 85), ნაჭყებია (ქობულაძე 90+2), სიხარულაშვილი (ძაგანია 90+2)

წყარო: Sportall.ge