პრეზიდენტის ადმინისტრაცია – მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და კატარის სახელმწიფოს ყოფილი ემირის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოუცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება და კატარის სახელმწიფოს
ყოფილი ემირის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოუცხადებს.