The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისისა და არგენტინის (1:2) დაპირისპირების შემდეგ, “სამი ლომის” თავკაცს, თომას ტუხელს დიდი კრიტიკა შეხვდა.
ქომაგების აზრით, ინგლისის ნაკრების გატანილი გოლის შემდეგ, ტუხელმა ზედმეტად პრაგმატულ, დაცვით ფეხბურთს მიმართა, რის გამოც მისი გუნდი დაისაჯა.
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს ფეხბურთელებისთვის უკან დახევის განკარგულება არ მიუცია და მათ მოედანზე ზემოთ აწევას სთხოვდა.
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
წყარო: Sportall.ge