მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 17:16
სწრაფი სიახლე
სპორტი

ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა

SportMedia 20 ივლისი, 2026 · 17:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

19 ივლისს, ბათუმში, ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშება დასრულდა.

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში ნორვეგია 6:3 დაამარცხა. ჩვენი გუნდის რიგებში გოლები ლომიძემ, მესხმა, ქურდაძემ და დიაკვნიშვილმა გაიტანეს, ხოლო მალხაზ შამილაძემ დუბლი შეასრულა. ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ლატვიის ნაკრები 4:0 დაამარცხა.

 

სათამაშო დღის ბოლოს ბათუმის ქვიშის არენაზე ტურნირის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები და პრიზიორები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო ასოციაციის ღონისძიებების დირექტორმა ხოსეპ პონსეტმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო მაისურაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი აბულაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა ნიჟარაძემ დააჯილდოვეს.

 

7 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ლატვიის ნაკრების ფეხბურთელი ტომას გრიშლისი გახდა, საუკეთესო მეკარე — აზერბაიჯანელი ელჩინ გასიმოვი, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი აზერბაიჯანის ნაკრების წევრ საბირ საჰიბს გადაეცა.

 

GFF.GE

წყარო: Sportall.ge