„სახის ასიმეტრია, ფტოზი, პარეზი, სხვადასხვა ტიპის გართულებები…“ – დერმატო-ვენეროლოგი პოპულარულ პროცედურაზე საუბრობს

რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს ბოტულინოტიქსინს, – ამ კითხვაზე დერმატო-ვენეროლოგი, თაკო ლოლუა საუბრობს.
„ბოტულინოტიქსინით შეიძლება მივიღოთ სახის ასიმეტრია, ფტოზი, პარეზი, სხვადასხვა ტიპის გართულებები, მაგალითად, ნერწყვდენა, თვალი დაგვეხუჭოს, რაც უკავშირდება უხარისხო პრეპარატსაც და არაკვალიფიციურ
სპეციალისტსაც… სამწუხაროდ, ისეთი პრეპარატები იყიდება ჩვენთან ბაზარზე, რომ მრცხვენია ხანდახან საუბარი… პრეპარატი ფასდება მისი გამოცდილებით, საერთაშორისო დონეზე აღიარებით, სერტიფიკატით, და ისეთი მონაცემებით, რომ ეს რომ გამერკვია, 9 წელი ვისწავლე. ამ დროს პაციენტმა როგორ უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი? – ვერ გაარკვევს…“, – ამბობს ლოლუა.