მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 17:15
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

რუსეთის რამდენიმე ქალაქში დრონებით დარტყმები განხორციელდა

IPN.ge 25 ივლისი, 2026 · 13:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

რუსეთის რამდენიმე ქალაქში დრონებით დარტყმები განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში დრონებით იერიშის შედეგად სამხედრო ყაზარმებს ხანძარი გაუჩნდა.

მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ქალაქ როსტოვშიც.

ასევე, დრონებით დარტყმების შემდეგ ბელგოროდში ლოჯისტიკის საცავებსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ხანძარი გაუჩინა.

დრონებით დარტყმები განხორციელდა დროებით ოკუპირებულ ლუგანსკშიც. ადგილზე აფეთქებების ხმა ისმოდა და დარტყმის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.