მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 17:15
სწრაფი სიახლე
სპორტი

უარი პსჟ-ს, “მანჩესტერ იუნაიტედს” და “ჩელსის” – სამერვილი კარიერას “ალ-ჰილალში” გააგრძელებს

SportMedia 25 ივლისი, 2026 · 11:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ნიდერლანდების ნაკრებისა და “ვესტ ჰემის” შემტევი კრისენსიო სამერვილი კარიერას “ალ-ჰილალში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

 

წყაროს ცნობით, არაბული კლუბი ჩემპიონშიფში დაქვეითებულ “ვესტ ჰემს” გარემარბის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაუხდის.

 

სამერვილის დამატებას არაერთი ევროპული გრანდი ცდილობდა. “რომამ” “ჩაქუჩებს” 46 მილიონი ევრო შესთავაზა, ფეხბურთელის დამატებით პსჟ, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდებოდნენ, თუმცა “ალ-ჰილალმა” გარიგება უმოკლეს ვადაში დახურა.

 

სამერვილმა გასულ სეზონში “ვესტ ჰემის” რიგებში პრემიერლიგაში 31 მატჩი გამართა და თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.

წყარო: Sportall.ge