“ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს. იქნებ იპოვოთ ძალა, თქვენთვის გაუფერულებელ სამყაროში, არსებობისა” – ეკა კუპატაძე

ეკა კუპატაძე ვერაზე მოკლული 17 წლის ბიჭის დედას სამძიმარს უცხადებს.
“ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს. იქნებ იპოვოთ ძალა, თქვენთვის გაუფერულებელ სამყაროში, არსებობისა… უამრავი მესიჯი შემომდის და მეკითხებიან, რატომ არ ვჩანვარ სოციალურ ქსელში. ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ინფორმაცია საჯაროდაც მივაწოდო საზოგადოებას, რომელსაც არც ერთი წამით არ მივუტოვებივარ ამ გიჟურ ომში.
ბრძოლის ყველაზე დაძაბული პერიოდი, 18 ნოემბრის შემდეგ, მაქვს. ახლა ველოდები ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის დაჭერას. ნია იმნაძის დაკვეთა/წაქეზება/დახმარებით მოხდა გიგას მკვლელობა! ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ იგეგმებოდა გიგაზე თავდასხმა და თავდასხმის შესახებ გაიგო მომხდარიდან რამდენიმე წუთში! ლოდინი გაუსაძლისად გაიწელა,
მაგრამ ველოდები მოთმინებით. ბრძოლაში მოთმინება სისუსტე კი არა, ზოგჯერ იარაღია. თუმცა არც მარტო მოთმინებით ლოდინის რეჟიმში ვარ. მაქვს ბრძოლის სტრატეგიული გეგმა. აუცილებლად, სრულყოფილად დავაყენებ გიგა ავალიანის წილ სამართალს!” – წერს ეკა კუპატაძე.
17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი ვერაზე მომხდარ სროლას შეეწირა.