მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 23:46
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

“შაბათის მარში” ავლაბრის მოედნიდან დაიწყება და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება

IPN.ge 25 ივლისი, 2026 · 22:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

“შაბათის მარშის” მარშრუტი, რომელიც ფილარმონიიდან პარლამენტამდე პერიმეტრს მოიცავდა, იცვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები ე.წ. შაბათის მარშს დაიწყებენ ავლაბრის მოედნიდან, მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან და მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ.

მსვლელობა ტრადიციულად 19:00 საათზე დაიწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და პერიმეტრზე მოძრაობა შეიზღუდა.