მთავარი კონტენტი
კვირა, 26 ივლისი, 2026 | 00:31
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბათუმი-ქედის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 23:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ბათუმი-ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა.

სოფელ ერგეში, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.