მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

მამაკაცი, რომელსაც ზუგდიდში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. დანიელ შერვაშიძეს ოჯახი 21 ივლისიდან ეძებდა. ახლობლების ინფორმაციით, ის ქუთაისში გამგზავრებას აპირებდა. დანიელ შერვაშიძე სამხედრო პირი იყო, ათმეთაური და წვევამდელების მომზადებაში მონაწილეობდა. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო პოლიცია. მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ცნობილი არ არის.