ვრცელდება ვიდეო, სადაც ვერაზე, სროლის შედეგად, დაჭრილი ახალგაზრდები ჩანან – “მესამე ვერ დგება…ვაიმე, ხომ კარგად არის?”

ვრცელდება ვიდეო, სადაც ვერაზე, სროლის შედეგად, დაჭრილი არასრულწლოვნები ჩანან. მათი თანაკლასელი, რომელიც საჭეს მართავდა იკითხავს: ცოცხალია თუ არა უგონო მდგომარეობაში მყოფი – ნიკოლოზ ღუნაშვილი. დაჭრილია საბა გრიგოლიაც.
“ხელშია მესამე დაჭრილი? ვერ დგება, ვაიმე, ხომ კარგად არის?” – ისმის ვიდეოში.
სრული სიუჟეტის ნახვა შეგიძლიათ “ფორმულაზე“.
ცნობისთვის, ვერაზე მომხდარი სროლის დროს სულ ოთხი ადამიანი დაიჭრა. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.