მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 15:02
სწრაფი სიახლე
კულტურა

მსახიობი ჰეიდენ პანტიერი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა

IPN.ge 17 აგვისტო, 2026 · 14:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ამერიკელი მსახიობი ჰეიდენ პანტიერი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით ვიზიარებთ ჩვენი საყვარელი ჰეიდენის ტრაგიკულ გარდაცვალებას. ის იყო წარმოუდგენელი სინათლე და ბუნების ძალა, რომელმაც უსაზღვრო სიყვარული და სიხარული მოუტანა ყველას, ვინც იცნობდა მას – და მილიონობით ადამიანს, ვინც მას ეკრანზე უყურებდა“, – განაცხადა მისმა მამამ, სკიპ პანეტიერმა.

მისი გარდაცვალების გარემოებები უცნობია.

ჰეიდენ პანტიერი ცნობილია ტელესერიალ „გმირებსა“ და ფილმ „ნეშვილში“ შესრულებული როლებით. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში: „კივილი 4“, „მიყვარხარ, ბეთ კუპერ“ და „გახსოვდეს, ტიტანები“.