მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026 | 01:18
სწრაფი სიახლე
კულტურა

PSG-ის ვარსკვლავის გრანდიოზული ქორწილი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად ესწრებოდა – ფოტოები ისტორიული სააბატოდან

Ambebi.ge 28 ივლისი, 2026 · 12:23 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ლუკას ერნანდესმა და მისი რჩეულმა, ბრაზილიელმა მოდელმა და ინფლუენსერმა ვიქტორია ტრიამ იქორწინეს.

  • წყვილმა დაუვიწყარი ცერემონიალისთვის პარიზის მახლობლად, შევრეზის ხეობაში მდებარე XII საუკუნის ისტორიული კომპლექსი – Abbaye des Vaux de Cernay შეარჩია.

ღონისძიება ბოჰემური შიკისა და თანამედროვე გლამურის სინთეზი აღმოჩნდა. დღისით სტუმრებს ისტორიულ ეზოში, ღია ცის ქვეშ გაშლილ სუფრებთან მასპინძლობდნენ, სადაც თეთრ, ჰაეროვან სამოსში გამოწყობილი მოწვეული საზოგადოება იკრიბებოდა. თავად სიძემ ტრადიციულ სმოკინგს ზაფხულის სტილის თეთრი ნაქსოვი კოსტიუმი ამჯობინა.

დაღამებისთანავე კი სააბატოს ტერიტორიამ სახე სრულიად შეიცვალა – წითელი ნეონებითა და ელექტრო მუსიკის თანხლებით ის ექსკლუზიურ, დახურულ ღამის კლუბად გარდაიქმნა.

ვარსკვლავური სტუმრები

გრანდიოზულ ქორწილს PSG-ს ბევრი ცნობილი სახე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე, ნიცა თავაძე. ღონისძიებიდან კადრები პარიზული კლუბის მეკარემ, მატვეი საფონოვმაც გააზიარა.

სიყვარულის ისტორია

ლუკასისა და ვიქტორიას ურთიერთობა 2023 წელს დაიწყო – ფეხბურთელისთვის რთულ პერიოდში, ყოფილ მეუღლესთან დაშორების შემდეგ. ვიქტორიამ მას ახალი ცხოვრებისეული წონასწორობა აპოვნინა. წყვილი 2024 წელს დაინიშნა, 2025 წლის ივნისში კი მათ საერთო ქალიშვილი, პატარა ლუა შეეძინათ.