მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 21:30
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 20:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.

ადვოკატის თემურ ქავშბაიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რადგან ადვოკატს მოლოდინი ჰქონდა, რომ სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა.

“2000 ლარით დააჯარიმა, ვფიქრობ, რომ სააპელაციო სასამართლო ლოიალურად გადაწყვეტს ამ საკითხს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, შეეძლო სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა”,- აღნიშნა ადვოკატმა

ცნობისთვის, კობა ფარტენაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე ორი დღის წინ დააკავეს, იგი იზოლატორიდან გუშინ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.