მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 21:29
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

Prime Time 18 აგვისტო, 2026 · 20:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„19 აგვისტოს 11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტში – რუსთაველის, ლაშარის, გელოვანის, ქუსნოს და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.