მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 17:37
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 17:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ბათუმის ძველ ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს მინის ნამსხვრევებით ჭრილობა მიაყენა, მეორემ კი საპასუხოდ დანა გამოიყენა.

ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებული, სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე პირები მხილებული არიან. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.