მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 14:08
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

კაპროვანში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

IPN.ge 25 ივლისი, 2026 · 00:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

კაპროვანში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მაშველების ჯგუფმა სამაშველო სკუტერით ზღვიდან ორი მოქალაქე გამოიყვანა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს შტორმის გამო სანაპიროზე აღმართული იყო წითელი ალმები.