მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 16:49
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მოსკოვში იაპონიის ელჩს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდნენ

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 16:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

მოსკოვში იაპონიის ელჩს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

იაპონიის ელჩი, აკირა მუტო რუსეთის საგარეო უწყებაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კურილის კუნძულ იტურუპზე ვიზიტთან დაკავშირებით ტოკიოს მიერ გამოთქმული პროტესტის გამო დაიბარეს.

მედიის ცნობით, ელჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა 25 წუთში დატოვა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი კუნძულ იტურუპზე 13 აგვისტოს მისი პირველი ვიზიტით იმყოფებოდა. კუნძული იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავის ნაწილია.

პუტინის ვიზიტი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ კუნძული „როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის განუყოფელი ნაწილია“.