მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 16:50
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პრემიერი „ოპოზიციის ალიანსზე“ – ჩვენ უფრო ადრე ვამბობდით, რომ ამ გაერთიანებას პერსპექტივა არ აქვს – როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები, ასევე განწირული არიან მომავალშიც, თუმცა ჩვენი ამოცანა უცხოური აგენტურისგან პოლიტიკის სრულად გათავისუფლებაა

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 16:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ჩვენ გავაშიშვლეთ უცხოური აგენტურა, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო აგენტურის დაფინანსებისკენ, მათ შორის პარტიული აგენტურის არაპირდაპირი დაფინანსებისკენ, შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო ადრე ვამბობდით, რომ არავითარი პერსპექტივა ამ გაერთიანებას არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის „საზოგადოებას უთხრა სიმართლე“ და საბოლოოდ, საზოგადოება მიხვდა, რომ „ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც ემსახურება უცხოურ ძალებს და არა საკუთარ ქვეყანას“.

„ისინი [ოპოზიციის წარმომადგენლები] მუდმივად ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოურ სახელმწიფოებს, უცხოურ ძალებს. ეს ძალიან კარგად იშიფრება საზოგადოების მიერ. საბოლოო ჯამში, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ამ კოლექტიურ ძალას, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები, ასევე განწირული არიან, რა თქმა უნდა, მომავალშიც. თუმცა ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა პროცესი დაწყებული, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ეს არის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ საბოლოოდ უცხოური აგენტურისგან არ გათავისუფლდა ჩვენი პოლიტიკური სისტემა, საქართველოში დემოკრატიული ჯანსაღი სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური სისტემის გათავისუფლება, მთლიანად გათავისუფლება უცხოური აგენტურისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულფასოვანი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა პრემიერმა.