მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 15:36
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

“საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება” – თავდაცვის მინისტრი

Ambebi.ge 11 აგვისტო, 2026 · 13:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება. ზუსტად ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას, დაიწყო თუ არა წინა ხელისუფლებამ და შესაბამისად, საქართველომ აგვისტოს ომი.

  • როგორც მან აღნიშნა, ჯარისკაცები ყოველთვის მზად იყვნენ, არიან და იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები და ყოველ ჯერზე, საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ.

“18 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. ამ ბიჭების, ქართველი ჯარისკაცების ბრძოლიდან, მათი გმირობიდან და ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება, ქართველი ჯარისკაცის გმირობისა და იმ თავდადებისა, რომელსაც ქართული ჯარი იჩენს საკუთარი სამშობლოს მიმართ.

საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება. ზუსტად ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება ამ ბიჭებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ეს ჯარისკაცები ყოველთვის მზად იყვნენ, არიან და იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები და ყოველ ჯერზე, საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ.

სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება და საქართველოს ჰყავდა მოღალატე ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ და უგუნურები იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებდნენ.

ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ყველა სასამართლოში დაემტკიცებინა ჩვენი ჯარისკაცების სიმართლე, დაემტკიცებინა ჩვენი სახელმწიფოს სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.