მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 15:36
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

Axios – დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წევრებთან ირანის წინააღმდეგ დარტყმების მასშტაბების გაფართოების საკითხი განიხილა

IPN.ge 15 ივლისი, 2026 · 14:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წევრებთან ირანის წინააღმდეგ დარტყმების მასშტაბების გაფართოების საკითხი განიხილა, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტუაციურ ოთახში შეხვედრა გამართა, სადაც ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ირანში სტრატეგიულ ობიექტებზე ახალი მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმები განიხილა.

გამოცემის ცნობით, ტრამპი მზად არის ესკალაციისთვის, რათა ირანს ისეთი მასშტაბის ზიანი მიაყენოს, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნას და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს.

სიტუაციურ ოთახში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა და ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მიიღეს.