მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 14:07
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„იწყება ისეთი ცვლილებების პერიოდი, რომელიც ყველა ადამიანს შეცვლის“ – რას წერს ლევან მათითაშვილი

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 11:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 28 აგვისტომდე დიდი ცვლილებების პერიოდი იქნება.

„დღეს, 12 რიცხვიდან 28 მდე, იწყება ისეთი ცვლილებების პერიოდი, რომელიც ყველა ადამიანს შეცვლის, შეუცვლის მიდგომებს, წარმოდგენებს, შეხედულებებს, დაანახებს სხვა მხრიდან ღირებულებებს, არ გაგიკვირდეთ ოჯახთან და მეგობრებთან სხვა ენით საუბარი თუ დაიწყეთ ან საერთოდ შეწყვიტეთ საუბარი, შეტრიალდებით საკუთარ თავებში და იქ იპოვნით სიმშვიდეს და საკუთარ თავთან გაგებას, დაამყარეთ ახლებური ურთიერთობა საკუთარ თავთან, გაყევით პროცესს არ იბრძოლოთ ძველი მოდელის შენარჩუნებისთვის, მიიღეთ ახალი ცნობიერება.

ძველი წარმოდგენების და შეხედულებების მტკიცებით და მათზე მიჯაჭვულობით შეიძლება დაგეწყოთ მაღალი წნევები, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, სისუსტე და ამიტომ, გაუშვით ყველაფერი ძველი, უბრალოდ მიყევით დინებას, მიიღეთ ახალი ხედვა და აღქმა“,- წერს ლევანი.