მთავარი კონტენტი
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026 | 00:47
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 23:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

საბურთალოს რაიონში, ზაქარიაძის ქ.N9-თან ქსელზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 8/13/2026 21:00 -დან 8/14/2026 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნუცუბიძის ქ. N34 -48 (ლუწები), სერგო ზაქარიაძის ქ. N3 – N13 (კენტები).

საბურთალო, სოფ.დიღომი, ფრედერიკ მონპერეს ქ.N 20-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/13/2026 19:15 დან 8/14/2026 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მონპერიეს შმერლინგის, კასტელის ქუჩებს. ბელოის, ლაბერტის, ჰუგო ჰუბერტის, კლაპროტის, სტივენსის, ბარონ დებაის, შერმადინის, ხატაეთის და ზუტნერის ქუჩებს.

სამგორი, რევაზ მამისაშვილის ქ. 2 შეს. N 11-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/13/2026 20:00 დან 8/14/2026 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მამისაშვილის ქუჩას და კახეთის ჩიხს.

მთაწმინდა, დაბა კოჯორი, უძოს ქ.N 9-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/13/2026 14:00 დან 8/14/2026 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კოჯორში, უძოს ქუჩას.