მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 | 03:05
სწრაფი სიახლე
სპორტი

“დილას” მწვრთნელი: მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ

SportMedia 27 ივლისი, 2026 · 22:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

“აპოლონთან” კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, კომენტარი “დილას” მწვრთნელმა დიამანტის ვავალისმა გააკეთა:

 

“ახლახან დავასრულეთ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია და სათასო მატჩის შემდეგ გარკვეული დაღლილობაც გვეტყობა, დარწმუნებული ვარ და ბიჭებიც აცნობიერებენ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. ვეცდებით მოედანზე მაქსიმალურად მომზადებულები და ენერგიულები გავიდეთ. ხუთ დღეში სამი მატჩის ჩატარება მარტივი არ არის, თანაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა შეხვედრაში დიდი დრო ათი ფეხბურთელით მოგვიწია თამაში.

 

თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ გუნდისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომ საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ. გუნდში კარგი განწყობაა. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვიმუშავეთ იმ შეცდომებზე, რომლებიც წინა შეხვედრაში დავუშვით. რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელი ბევრი გვაქვს. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხვალ კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ და ამით არა მხოლოდ ჩვენს გუნდს, არამედ საქართველოსაც დავეხმაროთ ქვეყნის საკლუბო რეიტინგისთვის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებით”.

 

პირველი შეხვედრა “დილამ” გორში 0:4 წააგო. დღეს თამაში ლიმასოლში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Sportall.ge