პსჟ აკლიუშს არ ეშვება

პსჟ ისევ, უკვე მეოთხედ შეეცდება „მონაკოს“ 24 წლის მარჯვენა გარემარბის მაგნეს აკლიუშის შეძენას, – იტყობინება „ეკიპი“.
ბოლოს პსჟ-მ მონეგასკებს აკლიუშში 40 მილიონი ევრო შესთავაზა, ახლა კი 50 მილიონის გადასახდელადაა მზად. „მონაკო“ ტრანსფერში 70 მილიონს ითხოვს და სავარაუდოდ, მოლაპარაკებები გაგრძელდება.
აკლიუშმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 50 მილიონია.
წყარო: Sportall.ge