ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს – ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?

ბოლო ორ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა პსჟ-მ ახალი სეზონისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო.
ჯერ გუნდში არ გამოცხადებულან ის ფეხბურთელები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობას. კლუბის ბაზაზე მხიარული განწყობა იყო, ყველა ერთმანეთს მიესალმებოდა, ყველა იღიმოდა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პირველი ვარჯიში ჩაატარა.
და იწყებს „პარი სენ ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გრძელ და მარათონულ სეზონს. მიზანი კი უცვლელია – მხოლოდ გამარჯვება და რაც მთავარია, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის კვლავ მოგება.
პირველ ამხანაგურ მატჩს პსჟ 5 აგვისტოს სტუმრად „მალიორკასთან“ ჩაატარებს, მეორეს 8 აგვისტოს გეტებორგში „მანჩესტერ იუნაიტედთან“, 12 აგვისტოს ზალცბურგში ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება, 16 აგვისტოს გასვლაზე საფრანგეთის სუპერთასზე „ლანს“, ხოლო 23 აგვისტოს ლიგა 1-ის პირველ ტურში „რენს“ უმასპინძლებს.
წყარო: Sportall.ge