ვიტინია: “ოქროს ბურთი” პსჟ-ს სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთმა უნდა მოიგოს

„ასტონ ვილასთან“ ევროპის სუპერთასის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს ნახევარმცველმა ვიტინიამ განაცხადა, რომ „ოქროს ბურთი“ მისი სამი თანაგუნდელიდან ერთ-ერთმა უნდა მოიგოს.
„ბევრი კარგი ფეხბურთელია, რომელთაც პრიზის მოპოვება შეუძლიათ. ჩემი აზრით, კანონზომიერი იქნება, თუ გამარჯვებული პსჟ-ს მოთამაშე გახდება: მაგალითად, „კვარა“ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი სეზონის შემდეგ, უსმან დემბელე შესანიშნავი სეზონის მერე, ან ფაბიან რუისი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. თუმცა, არიან სხვა პრეტენდენტები – ჰარი კეინი ან კილიან მბაპე. მე ხმას პარიზელებს მივცემდი“.
პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ მატჩი ზალცბურგის „რედ ბულზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
წყარო: Sportall.ge