მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 13:45
სწრაფი სიახლე
სპორტი

“იბერიამ” “ლეგანესიდან” მცველი დაიმატა

SportMedia 3 აგვისტო, 2026 · 08:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

“იბერია 1999”-მა “ლეგანესიდან” 1-წლიანი იჯარით 24 წლის მარჯვენა მცველი, სებასტიან ფიგუერედო დაიმატა, ამის შესახებ ინფორმაცია თბილისურმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

 

ურუგვაელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში “ლეგანესის” მაისურით 16 მატჩი ჩაატარა. ფიგუერედო “ლეგანესში” გადასვლამდე მშობლიური “უონდერერსის” ღირსებას იცავდა.

 

შეგახსენებთ, “იბერია” ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოირლანდიურ “ლარნეს” დაუპირისპირდება. ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს გასვლაზე, 4 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.

წყარო: Sportall.ge